суббота, 28 марта 2015 г.

მოსწავლის ნიმუში და ჩეკლისტი

ვიმუშავე მოსწავლის ნიმუშსა და ჩეკლისტზე, მის გამოყენებაზე შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.  გავიგე როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა და როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.ჩამოვყალიბდი,როგორ დავეხმარო მოსწავლეს  პრეზენტაციის სწორად მომზადებაში.

воскресенье, 22 марта 2015 г.

მეოთხე მოდულის შეჯამება

მნიშვნელოვანი იყო პროექტზე მუშაობისას ინტერნეტის გამოყენება,   განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.  დავგეგმე და შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის,   მისალოცი ბარათის, კალენდრის,თხზულების ნიმუშები . შექმნილ სასწავლო ნიმუშებს შევაფასებ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
სურვილი მიჩნდება უკვე განხორციელებულ და დასრულებულ პროექტს ხელახლა მივუბრუნდე ახალი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი.

воскресенье, 15 марта 2015 г.

მეორე მოდულის შეჯამება

მეორე მოდულში მნიშვნელოვანი იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შერჩევა.საყურადღებოა, რომ შინაარსობრივი კითხვა უნდა იძლეოდეს პასუხს თემატურ კითხვებზე,ხოლო თემატური კითხვები გვეხმარებოდესზოგად კითხვაზე პასუხის გაცემაზე.განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ზოგადი კითხვის სწორად შერჩევას.  მნიშვნელოვანია აგრეთვე სწორად დაიგეგმოს მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება.

воскресенье, 8 марта 2015 г.

1-ლი მოდულის შეჯამება

კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.მინდა კარგად ორგანიზებული პროექტების დაგეგმვით,ინტელის ინსტრუმენტებისა და რესურსების გამოყენებით, მოსწავლეების 
მოტივაციის ამაღლებით და აქტიური ჩართულობით მივაღწიოთ აუცილებელ სტანდარტებს.